26, მარტი 2020 18:00:00
ბათუმში, ქეთევან წამებულის 14 ნომერში მცხოვრები მარტოხელა დედა, ფინანსურ დახმარებას ითხოვს. მადონა მელაძე ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, მისი ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა. იგი ქალაქში მცხოვრებლებს სახლის დალაგებაში ეხმარებოდა, საიდანაც მწირი შემოსავალი ჰქონდა. მელაძე ქირით, 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. იმის გამო რომ აღარც ქირის და აღარც კომუნალურისთვის გადასახადი თანხა აქვს, შიშობს, რომ მალე ღია ცის ქვეშ დარჩება. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 591 23 00 44.