26, მარტი 2020 20:37:00
საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლნისიდან თბილისში გადაყვანილ, 22 კვირის ფეხმძიმეს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კოვიდ19-ი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე არ არის. მას ჩივილები არ აქვს და მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.