26, მარტი 2020 20:45:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. 79 ინფიცირებულიდან 10 გამოჯანმრთელებულია. რაც შეეხება კარანტინის რეჟიმს, ამ ეტაპზე 4 ათას 346 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 ადამიანი იმყოფება.