27, მარტი 2020 18:19:00
დღეს, საღამოს 11 საათიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა მონაკვეთის დეზინფექცია ჩატარდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება. შეგახსნებეთ, ქუჩების დეზინფექცია 2 დღის წინ უნდა დაწყებული, რასაც ხელი უამინდობამ შეუშალა.