27, მარტი 2020 21:05:00
შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმში გრძელდება საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდმარემ მოინახულა. თორნიკე რიჟვაძე გაეცნო დასაქმებულთა პირობებს და უსაფრთხოების ზომებს. ობიექტზე ამჟამად გარე ტერიტორიის მოპირკეთება მიმდინარეობს. ეწყობა საპარკინგე სივრცე, დეკორატიული აუზები, მონტაჟდება საჩრდილობელი ქოლგები და უსაფრთხოების სისტემები. უკვე დასრულებულია სტადიონის ფასადის დეკორატიული განათების გახმოვანებისა და შიდა განათების მოწყობის სამუშაოები.