28, მარტი 2020 12:30:00
ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმები აცხადებენ, 70 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მას ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. 70 წლის პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს. ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება ხუთ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.