29, მარტი 2020 21:31:00
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, ხანძრის შედეგად, ხანდაზმული ქალი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გამოძახებაზე მისულ სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ყვარლის მერის თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა.
„ქალი დაახლოებით 80 წლამდე იყო. ის სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ვიცით, შეშის ღუმელი აანთო და დაიძინა. სავარაუდოდ, აალება გამოიწვია ღუმელმა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა“,-განაცხადა მან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
წყარო: პრაიმტაიმი