30, მარტი 2020 21:43:00
აჭარაში კოვიდ-19-ით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ყველა პაციენტი კლინიკა "მედალფაშია“ მოთავსებული. ასეთი სულ 8 ადამიანია. აქედან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 70 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა. ორმხრივი პნევმონია აქვს შუახნის ქალსაც, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.5 პაციენტთან მიმართებაში კი ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, გუშინ შეყვანილ 4 საეჭვო პირს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე კლინიკაში კიდევ 5 მოქალაქე მოათავსეს, კვლევის შედეგები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.