30, მარტი 2020 21:50:00
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია და ტელეგადაცემა "სახალხო კონტროლი“ გამოკითხვას იწყებს. კითხვარის შევსება ონლაინაა შესაძლებელი და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მოქალაქე, რომელიც მონაწილეობის მიღებას გადაწტვეტს, კითხვებს უპასუხებს პურის შეფუთვის, ტრანსპორტირების, ასევე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების შესახებ. სპეციალური აპლიკაციის ნახვა სახალხო კონტროლის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ.ინიციატივის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.