31, მარტი 2020 09:53:00
31 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 31 მარტს უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი იქნება. 1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.