31, მარტი 2020 17:23:00
ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ „მედალფაში“ განაცხადეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მედპერსონალს ტემპერატურის უმნიშვნელო მატება აღენიშნება. იგი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელია. საერთო ჯამში, კლინიკა „მედალფაში" 8 ინფიცირებული პირია მოთავსებული. მათ შორის 70 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საშუალო სიმძიმისაა 60 წლის ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა , რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. ორივე მოქალაქეს მოგზაურობის ისტორია აქვთ. დანარჩენის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.