31, მარტი 2020 17:40:00
ბათუმში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია გრძელდება. შესასვლელები სპეციალური ხსნარებით, ერთჯერადად ყოველდღიურად მუშავდება. დღეისათვის, დეზინფექცია უკვე ჩატარებული აქვს 350-მდე სახლის სადარბაზოს. ჯამში 850 შენობის სადარბაზო უნდა დამუშავდეს.