31, მარტი 2020 21:22:00
ახლა კი ახალგაზრდები უნდა გაგაცნოთ, რომლებიც მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების ფონზე კონკრეტული ინიციატივით გამოვიდნენ. მაღალი სოციალური პასუხიმსგებლობის ადამიანებმა გადაწყვეტეს, რომ შეჭირვებულ მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად დაეხმარონ. თუ რა ფორმით, ამას სიუჟეტიდან გავიგებთ.
გიორგი, გოგიტა და რობერტი პროფესიით მშენებელ-ინჟინრები არიან. მათი სამუშაო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე გაჩერდა. სამსახურის გარეშე ვერ გაძლეს, ამიტომაც გადაწყვიტეს, პროფესია დროებით შეეცვალათ. მეგობრებმა საკუთარი სახსრებით სამი ათასი ცალი პური და ათეულობით შეკვრა ლიმონათი იყიდეს, გარეთ გამოვიდნენ და უბრალოდ, გამვლელებს ურიგებენ. მოქმედებენ იდეით: „ვისაც აქვს გაიღოს, ვისაც არ აქვს წაიღოს“.
ახალგაზრდებს იდეის განხორციელებაში ერთ-ერთის დედა ეხმარება. მან ბიჭებს, პროდუქტის შესანახად, წერეთლის ქუჩაზე, ტანსაცმლის მაღაზია დათუთმო.
აქტივობა მალე გავრცელდა სოციალურ ქსელშიც და ბიჭების ერთგვარი ქველმოქმედება სხვამაც გაიზიარა. ჯემალ ირემაძე კიდევ ერთი აქტივისტი აღმოჩნდა, ვინც მათთან მივიდა და ხალხში დასარიგებლად სხვადასხვა სახის პირველადი პროდუქტი მიიტანა. მას სასურსათო მაღაზია აქვს.
მოულოდნელმა აქციამ მოქალქეები სასიამოვნოდ გააოცა. იგი მალე გავრცელდა და წერეთლის 28 ნომერს ახლა უკვე სპეციალურადაც აკითხავენ.
თუკი მარაგს ვეღარ გაამდიდრებენ, ახალგაზრდები ამ დრომდე შეკრებილი თანხით შეძენილ პროდუქტს, შემთხვევით გამვლელებში კიდევ ათი დღის განმავლობაში გასცემენ. მათ დღეს ქალაქში ათი შეჭირვებული ოჯახიც შეარჩიეს, რომლებსაც სამომხმარებლო კალათას სახლში თავად მიუტანენ.