02, აპრილი 2020 17:19:00
პედიატრიისა და მედიცინის დოქტორის თამარ ობგაიძის განცხადებით, ბეცეჟე არის ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინა და ახალ კორონავირუსთან მისი პირდაპირი კავშირი არ არის. მისივე განმარტებით, აცრას განსაკუთრებულად ახასიათებს ანტივირუსული იმუნიტეტის მომარაგება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ვაქცინებთან შედარებით იმუნიტეტს აძლიერებს. ობგაიძის თქმით, სამედიცინო პერსონალს გაუკეთეს აცრები და აკვრდებიან რა შედეგებს მოიტანს. ამასთან, თამარ ობგაიძემ უარყო მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 80-იან წლებამდე ჩატარებული ვაქცინა, რომელსაც ბეჭდის კვალი აქვს- არის ბეცეჟე. მისი თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ყვავილის აცრაა.