03, აპრილი 2020 17:42:00
პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები შუა დღის 4.00 საათზე დაიწყოს, ხოლო ყოველდღე ეკლესია საღამოს 8 საათისთვის დაიკეტოს. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ტაძრების წინამძღვრებს რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციას დღეს მიაწვდიან. „გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა, ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.