06, აპრილი 2020 10:04:00
მოსკოვში 3 სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კიდევ 2 მღდველს აქვს, თუმცა მათი ანალიზის პასუხები ჯერ უცნობია. ამ დროისთვის რუსეთში ვირუსს 45 ადამიანი ემსხვერპლა, 5 389 კი- დაინფიცირდა.