06, აპრილი 2020 17:17:00
უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს კონტროლი სარფი-ბათუმის გზის მონაკვეთზე. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები აქტიურად ახორციელებენ სარფის საბაჟოდან შემოსული სატვირთო მანქანების სპეციალური ხსნარებით დეზინფექციას და მგზავრების თერმოსკრინინგის. პარალელურად, კონტროლდება მოძრაობა ქობულეთი-ბათუმისა და ხელვაჩაურის მიმართულებითაც. საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ერთად ახდენენ ავტომანქანების გადაადგილების კონტროლსა და მოქალაქეების ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას.