06, აპრილი 2020 19:09:00
კლინიკა „მედალფას“ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დატოვებს – ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ზაალ მიქელაძის განმარტებით, განმეორებითი ანალიზების პასუხები უარყოფითია.
„რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი მეორე ტესტის შედეგი, სამი პაციენტი კლინიკურად ჯანმრთელია და დღეს დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
კლინიკა „მედალფაში“ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტის გასვლის შემდეგ ცხრა ინფიცირებული დარჩება.