07, აპრილი 2020 21:25:00
საქართველოში კოვიდ19-ისგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა. ეს ის პაციენტია, რომელიც ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" მკურნალობდა. დღის განმავლობაში აჭარაში, კორონავირუსზე 47 პირს აკვირდებოდნენ, რომელთაგანაც ჯერჯერობით 20 ტესტის პასუხია ცნობილი და იგი უარყოფითია. მიმდინარეობს კვლევა კიდევ 27 პაციენტზე პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი. მათ შორისაა, იმ 14 პირის მონაცემები,რომელთაც 60 წლამდე ასაკის ინფიცირებულ ქალთან ჰქონდათ შეხება. რაც შეეხება რეგიონის საერთო სტატისტიკას, ამ დროისთვის ასეთია: 5 გამოჯანმრთელებული, არცერთი გარდაცვლილი და 9 ინფიცირებული. ინფიცირებულთაგან მხოლოდ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, დანარჩენის კი საშუალო სიმძიმისაა.