26, მაისი 2017 17:12:00
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს დელფინის“ მონაწილეებიც შეუერთდნენ. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა, 18 უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა ქართველებთან ერთად დამოუკიდებლობის დღე მთელ ქალაქს დროშებითა და შეძახილებით მიულოცეს. მსვლელობა 6 მაისის პარკიდან იუნკერების საფლავის მიმართულებით მოეწყო. აღლუმის მონაწილეებმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს.