08, აპრილი 2020 17:29:00
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღნიშნულ დარღვევებზე 121 მოქალაქე დააჯარიმეს. ჯარიმა ამოუწერეს 4 მოქალაქეს საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტიც. ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 31 პირი დააჯარიმეს.