08, აპრილი 2020 17:33:00
აგრარული ბაზრებისთვის სპეციალური პროტოკოლი ამოქმედდა. განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა გააკეთა. „პრაქტიკულად, ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა, თუმცა გუშინ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდა სპეციალური რეგლამენტი. პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისათვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გააგრძელოს ფუნქციონირება და საბითუმო რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებლებს საკუთარი სერვისები.“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.