08, აპრილი 2020 17:36:00
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ფიცი დღეს დადო. ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონიალს, პანდემიის გამო, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდა. სხვა პირებს, მათ შორის, პრეზიდენტს, რომელიც მოსამართლის ფიცის დადებას უნდა დასწრებოდა, პრესცენტრი მიაწვდის წერილობით ინფორმაციას. კიკილაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე უზენაესმა სასამართლომ 3 აპრილს დანიშნა. იგი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა. მანამდე კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო.