09, აპრილი 2020 17:59:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მხარეებმა ის პოსტკრიზისული ზომები და დახმარება განიხილეს, რომელიც შეიძლება ქვეყანამ ბანკებიდან მიიღოს. საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს, რომელიც საქართველოს 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა.