19, იანვარი 2017 11:33:00
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდა. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცათ. დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.