09, აპრილი 2020 18:12:00
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, ათასობით მოქალაქე კი ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. მომხდარიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილის იმდროინდელმა უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.