09, აპრილი 2020 18:55:00
ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა კაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება ან დაღუპვა გამოიწვია. აღნიშნული 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო, რის გამოც ძაღლის მდგომარეობა მძიმეა.
ძაღლი თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობა და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.
ფოტო: არქივი