09, აპრილი 2020 19:29:00
დღითიდღე იზრდება ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კოვიდ19-ის 218 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორისაა 50 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი. ვირუსის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე ვრცელდება.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 218
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 50
- მათ შორის გარდაცვლილი- 3
- კარანტინის რეჟიმში - 4722
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408