19, იანვარი 2017 11:34:00
ნათლისღების საზეიმო წირვა-ლოცვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გუშინ ღამით, ზუსტად 12 საათზე დაიწყო. სადღესასწაულო ლიტურღია ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ მღვდელთმთავრებთან ერთად აღავლინა.
წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მრევლი ეზიარა.
ზიარების შემდეგ ტაძრის ეზოში წყალკურთხევა, ანუ დიდი აიაზმა აღესულა. ჯვარი სამგზის შთაფლეს ნაკურთხ წყალში, რაც უფლის იორდანეში სამგზის შესვლას განასახიერებს. მეუფე დიმიტრიმ ნაკურთხი წყალი მრევლსაც აპკურა. მორწმუნეებს საშუალება ქონდათ წმინდა წყალი სახლში გუშინვე წაეღოთ. წყლის კურთხევის შემდეგ ლიტანია შესრულდა.
წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა მიმართა. დეკანოზი მრევლს ნათლისღების დღესასწაულზე და ნათლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
წირვის დასრულების შემდეგ მსვლელობა ზღვის სანაპიროსკენ მოეწყო. მორწმუნეები სანაპიროზე ნათლისღების ტრადიციული განბანვის რიტუალის შესასრულებლად შეიკრიბნენ. სამღვდელოების წარმომადგენლებმა ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად ზღვაში შთაფლვით ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალში მიიღო მონაწილოება.
მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით 22 წლის წინ აღდგენიულ ტრადიციაში თავად მეუფემ წელს პირველად ვერ მიიღო მონაწილეობა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.