24, აპრილი 2020 16:12:00
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება. აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"სწავლა სკოლებში პირველ სექტემბრამდე არ განახლდება, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.