06, მაისი 2020 09:53:00
რაც შეეხება ნიღბებს, მისი ტარების რეკომენდაცია ყველას ეხება. თუ მარტო დავსეირნობთ ქუჩაში და არავინ არაა, რა თქმა უნდა შეიძლება არ გვეკეთოს. თუ ადამიანებთან კონტაქტი გვაქვს და შევდივართ მაღაზიაში ან აფთიაქში, მაშინ აუცილებლად უნდა გვეკეთოს პირბადე. დღეს ასეთია რეკომენდაცია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოწოდება დავრჩეთ სახლში ისევ ძალაშია. „ეს რეკომენდაცია არ მოხსნილა.როდესაც ეპიდსიტუაცია ბევრად უფრო გაუმჯობესდება ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ძალიან მკაფიოდ გვეტყვის, როცა ამის აუცილებლობა აღარ იქნება“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.