07, მაისი 2020 09:49:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოში 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.