07, მაისი 2020 17:30:00
ორგანიზაცია „ტრი მედია ინტელიჯენსის“ კვლევის თანახმად, „მაცნე“ ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებების თხუთმეტეულშია. პროგრამა ეროვნული მაუწყებლების გვერდით პოზიციონირდება. „მაცნე“ ერთადერთი რეგიონული საინფორმაციო გამოშვებაა, რომელიც თხუთმეტეულში პოზიციას, მონაცვლეობით, რამდენიმე თვეა სტაბილურად ინარჩუნებს.
16 წლიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად „მაცნე“ მაყურებელს დაბალანსებულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის. ამ ეტაპზე TV 25-ის ეთერში დღის განმავლობაში სამი საინფომაციო გამოშვება გადის.
სწორედ, მაყურებლის მრავალწლიანი ნდობისა და ერთგულებიდან გამომდინარე ვამბობთ: აჭარა ირჩევს მაცნეს! და ჩვენც ვპასუხობთ მათ - მადლობა, რომ ირჩევთ რეგიონის მთავარ არხს.
ცნობისთვის, TV 25 ერთადერთი რეგიონული მაუწყებელია, რომელიც ლიდერის პოზიციას დაარსების დღიდან ინარჩუნებს. კვლევების თანახმად, ტელეკომპანია ნომერ პირველია. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელი არაერთ სირთულეს წააწყდა. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არხმა დღემდე მოიტანა, ცენზურისაგან თავისუფალი სიტყვაა.
რებრენდინგის შედეგად მნიშნველოვანი შედეგები აქვს TV25.GE-ს. ვებგვერდს ყოველდღიურად 20 000-დან 30 000-მდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. პორტალი ფაქტობრივად აჭარაში ინფორმაციის მთავარი წყარო გახდა. ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბების გარდა, TV25.GE-ზე ადგილობრივი სიახლეებიც იტვირთება.
ჩვენს არხზე, ყოველ ოთხშაბათს ყველაზე რეზონანსული გადაცემა „სახალხო კონტროლი“ გადის, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ რეიტინგულ მედია პროდუქტად ითვლება.
ყოველ სამშაბათსა და პარასკევს არხი მაყურებელს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თოქ-შოუს სთავაზობს.