12, მაისი 2020 10:09:00
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი გაწმენდითი სამუშაოების გამო, დღესაც ჩაიკეტება. გზაზე 11:00-დან 14:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
"სამუშაოების ბოლო ეტაპია. მძიმე ტექნიკით კლდიდან ქვები უნდა ჩამოვყაროთ, რომლებიც ინტენსიური მოძრაობის შედეგად შესაძლოა ჩამოცვივდეს და მოძრავი ტრანსპორტი დააზიანოს. გაწმენდითი სამუშაოები დაახლოებით სამ საათში დასრულდება“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის მენეჯერმა.
ცნობისთვის, მეწყერი მაგისტრალის ქედის მონაკვეთში ორი დღის წინ ჩამოწვა. გზა მიწის მასით, ხეებითა და ლოდებით ჩაიხერგა.