14, მაისი 2020 17:16:00
ბათუმში, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს კი ამ მიმართულებით რეკომენდაციები ძმამ და ყოფილმა მოადგილემ მისცა. შეხვედრას, სადაც ჟურნალისტები არ შეუშვეს ხელისუფლებისადმი დადებითად განწყობილი სპეციალისტები ესწრებოდნენ. მედიისთვის უცნობი დარჩა რა ტიპის შენიშვნები გახმოვანდა მათი მხრიდან. აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ღონისძიების დასრულების შემდეგ თავი იმით იმართლა, რომ შეხვედრისას შიდა სამუშაო პროცესი განიხილეს და სწორედ ამიტომ ჟურნალსიტების დასწრება არ იყო მიზანშეწონილი. თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, რომ კრიტიკული შეკითხვები მოისმინა, თუმცა არ დააკონკრეტა რა შინაარსის იყო.