15, მაისი 2020 10:53:00
"ბათუმის მერთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან გავლილი კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 16 მაისიდან, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გაიხსნება ვიზიტორებისათვის" - ამის შესახებ ბულვარის ადმინისტრაცია იტყობინება. მათივე ცნობით, დამთვალიერებელს ბაღის მონახულება 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლება.