15, მაისი 2020 18:05:00
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისათვის ხვალიდან გაიხსნება. გადაწყვეტილება ბათუმის მერმა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან გავლილი კონსულტაციების შედეგად მიიღო. ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, დამთვალიერებელს ზღვისპირა პარკის მონახულება 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლება. ელექტრო მობილებით გადაადგილების სერვისი არ იქნება ხელმისაწვდომი. ბაღში ვიზიტორს მხოლოდ სეირნობის უფლება ექნებათ. ცნობისთვის, სივრცე ვიზიტორებისთვის 21 მარტიდან დაკეტილია, თანამშრომლები კი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.