16, მაისი 2020 13:32:00
სისხლის უანგარო დონაციის აქციას - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!" სისხლის ბანკი - შპს ჰემა 2012-ის თხოვნით, ,,ლელო საქართველოსთვის" აჭარის ოფისის წევრები ბათუმელებთან ერთად შეუერთდნენ.
აქციის მიზანია, პარტიის წარმომადგენლებმა დახმარება გაუწიონ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებს სისხლის ბანკის მარაგის შევსებაში.
“ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს კლინიკებში სისხლის დეფიციტია. პაციენტებსა და კლინიკებს რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა სჭირდებათ.