20, მაისი 2020 17:20:00
„მოუსმინე ხალხის ხმას“ - აჭარის მთავრობასთან ერთ კაციანი აქცია გაიმართა. „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“-ს თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებს, ითანამშრომლოს დამოუკიდებელ მედიასთან და მიიღოს არხის მიპატიჟება. მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას სურს მოისმინოს მიუკერძოებელი მაუწყებლის ეთერში დასმულ შეკითხვებზე პასუხები. აჭარის მთავრობა „ტვ25“-ის გადაცემებს სისტემატურად უკვე ორი თვეა არ სტუმრობს.