21, მაისი 2020 10:06:00
უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ისეთი ,,გოიმური” და ,,მარგინალური” ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია შეკრებილი, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.
“ზოგადად თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის ოფისში ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი მარგინალური, უხეში ტერმინი არ მინდა გამოვიყენო, ასეთი გოიმური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.