21, მაისი 2020 10:13:00
გთავაზობთ დიეტური კექსის რეცეპტს, რომელიც ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა და ასევე, ძალიან გემრიელიც. მაშ ასე, რეცეპტი ასე გამოიყურება:
ინგრედიენტები:
- 4 ცალი მწიფე ბანანი
- 6 ცალი კვერცხი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 300 გრ. გახეხილი ნუში. (შეიძლება თხილითაც ჩანაცვლდეს)
- 60 გრ. მალინა
- 60 გრ. მოცვი
- 60 გრ. მაყვალი
- შაქრის პუდრი თავზე მოსაყრელად
-
მომზადება:
ღუმელი 180 გრადუს სითბოზე გავათბოთ. შემდეგ ვიღებთ ბანანს და ჩანგლის მეშვეობით ვჭყლეტთ ისე, თითქოს მისგან პიურის გაკეთება გვინდოდეს. ვამატებთ კვერცხს, ნუშს, ვანილის ექსტრაქტს, დარიჩინსა და გამაფხვიერებელს. ამ ყველაფრისაგან მოვამზადებთ ცომს. შემდეგ ჩავასხამთ ფორმაში, რომელიც საშუალო ფორმის უნდა იყოს.
კარგად გარეცხილ მალინას, მაყვალსა და მოცვს მოვაყრით და 25-30 წუთის განმავლობაში ვაცხობთ.
გაცივების შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!