21, მაისი 2020 17:01:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, კოვიდ19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო, შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის. 25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის აღდგება, ვინც ელექტრონული ჯავშანი განახორციელა და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც ჯავშნის რეგისტრაცია განახორციელეს. ამასთან, ორშაბათიდან, სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.