21, მაისი 2020 17:03:00
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღნიშნულ დარღვევებზე, 74 მოქალაქე დააჯარიმა. სანქცია დააკისრეს 4 პირს, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისათვსი. გამოავლინა თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტიც.