23, მაისი 2020 11:51:00
ინგრედიენტები:
- 150 გრ. ნატურალური იოგურტი
- 180 გრ. შაქარი
- 120 გრ. მზესუმზირის ზეთი
- 4 ცალი კვერცხი
- 270გრ. პურისფქვილი
- 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
- 1 ჩაის კოვზი გახეხილი ლიმნის კანი
მომზადება:
ვაცხელებთ ღუმელს 175 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ვიღებთ იოგურტს და ვამატებთ შაქარსა და ზეთს. ამის შმდეგ ვუმატებთ კვერცხს და გამაფხვიერებელს. ამ დროის განმავლობაში ცომს ვურევთ. უმჯობესია, თუ თითოეული ინგრედიენტის ჩამატებამდე კარგად მოვურევთ ხოლმე. ამის შემდეგ ვამატებთ ფქვილსა და ლიმნის გახეხილ კანს.
ნამცხვრისათვის განკუთვნილი ფორმა უნდა იყოს საშუალო ზომის და ფუნჯის მეშვეობით აუცილებლად უნდა გადავუსვათ ზეთი, რათა არ მიიკროს.
მიღებულ მასას ვდებთ გაზქურაში და ველოდებით დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა მოამზადა.