24, მაისი 2020 12:48:00
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კორონავირუსით დასნებოვნების რისკის შესამცირებლად, დღეში მინიმუმ 6-10-ჯერ უნდა დავიბანოთ ხელები საპნითა და წლით. ეს დასკვნა გაკეთდა: 2006-2009 წლების მონაცემების მიხედვით. მაშინდელი კვლევა ეხებოდა მსგავს ვირუსებს და ადამიანიების ჰიგიენურ რეჟიმს.
კვლევის მონაწილეებში დასნებოვნების ალბათობა მცირდებოდა, თუ ისინი დღის განმავლობაში მინიმუმ 6-ჯერ მაინც დაიბანდნენ ხელებს საპნითა და წყლით. უფრო ხშირ დაბანას აზრი არ ჰქონდა- დღეში 10-ჯერ მეტად ხელების დაბანა არ ამცირებდა დასნებოვნების რისკს. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ხელების დაბანა რეგულარულადაა საჭირო მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა რესპირატორული დაავადებითდასნებოვნების რისკი.
ეს დაგვიცავს ჩვენც და ირგვლივ მყოფებსაც ვირუსის გავრცელებისაგან. ამასთან ხელების საპნით დაბანას სჭირდება არა ნაკლებ 20 წამისა. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით აქტუალურია ცხვირს მოწმენდის, დაცემინებს, დახველების შემდეგ, ჭამის წინ, საჭმლის მომზადებისა და საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ. ასევე მნიშვენლოვანია ხელების დაბანა საზოგადოებრივი ადგილებისა და ტრანსპორტში ყოფნის შემდეგ.