25, მაისი 2020 17:30:00
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ორგანიზაციამ სარჩელით საკონტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. გასაჩივრებულია მთავრობის ის ახალი დადგენილება, რომლითაც უფლებამოსილია ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის გარეშე, პარლამენტის გვერდის ავლით დააწესოს. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ეს აჩენს შესაძლებლობას, შეზღუდვებზე გადაწყვეტილებები სუბიექტური შეხედულებებით იქნას მიღებული. დამოუკიდებლად, შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას 15 ივლისის ჩათვლით აქვს. კანონპროექტს მხარი პარლამენტმა 22 მაისს დაუჭირა. საია სარჩელის არსებითად განხილვასა და გადაწყვეტილების გამოცხადებას დაჩქარებული წესით ითხოვს.