25, მაისი 2020 17:59:00
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქობულეთშისაჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია გრძელდება. პროცესს აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნო. ჯემალ სურმანიძე ოჩხამურის დაწყებით, ასევე ზედა სამების სკოლებში იმყოფებოდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა სამინისტროს პროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების"ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 8 პროექტი უნდა დასრულდეს. შესაბამისი ტექსტი და ვიდეომასალა სამინისტროს პრესცენტრმა მოგვაწონა.