25, მაისი 2020 16:08:00
ბათუმში, ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის წყლის პრესცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.
"უკვე გაიწმინდა ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, მეჯინისწყლისა და ჟილინის სანიაღვრე არხები. გამტარიანობის უზრუნველსაყოფად წინსწრებით გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ჭები" - აღნიშნულია განცხადებაში.