26, მაისი 2020 11:16:00
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 135 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 51 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
- ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 11 307 პირს.
- 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
- რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.
- აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი.
- კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი.
- დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1109 პირი. კარანტინი დატოვა 6939 პირმა.