26, მაისი 2020 17:20:00
პანდემიის გამო, მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართა რეგიონშიც. თუმცა, სადღესასწაულო განწყობისთვის, აჭარის მთავრობისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების, ასევე მუნიციპალიტეტების მერიის შენობების ფასადებზე საქართველოს დროშები გამოიფინა. სახელმწიფოებრივი ატრიბუტებით გაფორმდა ასევე ბულვარის კოლონადები, სასტუმროების ფასადები. საქართველოს დროშის ფერებად განათდა ბათუმის სტადიონი.